განცხადება/მიმართვა

გვსურს ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ – უცნობი

9 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით. გვსურს ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე დავაფუძნოთ, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოუკიდებელი სახალხო მოძრაობა იქნება, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ექნება.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება” ვერ ახერხებს ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განმუხტვას. ვხედავთ ერთი მხრივ, ძალაუფლებას მოწყურებულ დესტრუქციულ პარტიებს, საკუთარი დამხმარე მედია საშუალებებით და მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას”, რომელიც უსუსურობას იჩენს, ვეღარ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, სათანადოდ ვერ იცავს ეროვნულ ინტერესებს და დაკავებულია ძალაუფლების შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაისმას ქართული საზოგადოების ხმა. საჭიროა პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ქართველ ხალხშია და არა უცხოეთში, რომელიმე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში. 9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე. გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე. ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ხალხმა საკუთარი ნების დაფიქსირება შეძლოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსთაველზე აქციას შოთა არველაძე შეუერთდა-“შოკი იყო, რაც ვნახე”

roma sajaia

“მთავარ არხს” გუშინ 3 მილიონამდე ადამიანმა უყურა

Joni Kvaracxelia

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს-ირაკლი კობახიძე

დატოვე კომენტარი