ანალიტიკაპუბლიკაციები

«გვეღირსება და მოვესწრებით მალე იმ დღეს, როცა ყველა ერი და მსოფლიო იქნება თავისუფალი»

უამრავი სტატია ვნახე იმაზე თუ რაოდენ დიდ შეცდომას უშვებს ამერიკა და თუ როგორ ძლიერდება პუტინი.
სინამდვილეში კი, ამერიკა შემობრუნების გზას ადგას, ხოლო პუტინი (ანუ სიკვდილი, როგორც იმ სერიალშია) თავისუფლებასთან ომში დაწყების დღიდანვე დამარცხებული იყო და მასზე კარგად ეს არავინ იცის.

ამერიკის მიერ სირიიდან ჯარის გაყვანა არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რითაც იმედი გაჩნდა რომ ამერიკა თავს დააღწევს იმ დიდ უბედურებას, რაშიც შეცდომით და პროვოკაციის გამო თავი ამოყო 2000იანების დასაწყისიდან, აგერ უკვე თითქმის 20 წელიწადი.

კაცობრიობას თავისუფლება სურდა და ამიტომ ამტვრევდა ბერლინის კედელს, ამ იმედით დასრულდა ცივი ომი. ბევრი აფასებს როგორც ერთი ძალის მიერ მეორე ძალაზე გამარჯვებად — რაც არსებითად და ფუნდამენტურად არასწორია.

თუკი ჩვენ ჩავთვლით რომ ერთმა ძალამ სძლია მეორე — ამით წყალს დავასხამთ პარანოიის დაუსრულებელ წისქვილზე. ამით ჩვენ ვაღიარებთ, რომ მთავარი არა თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეაა, არამედ მთავარი არის ძალა, ძალმომრეობა, ძალთა პოლისი/პოლისები, ძალთა ბალანსი, დომინაცია და ა.შ.

სამწუხაროდ 2000იანების დასაწყისიდან ისტორიის ბორბალი ისევ მორიგ წრეს შეუდგა, თუმცაღა მისი მობრუნება კვლავ შესაძლებელია.
ამის იმედს კი იძლევა ობამას მიერ დაწყებული და ტრამპით გაგრძელებული თანმიმდევრული ჯარების გაყვანა.

სულ ცოტაც და თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეის მთავარ და ძირითად მედროშედ შეგვრჩებოდა ევროპა. ამერიკა და ბრიტანეთი კი დაემსგავსებოდნენ რუსეთს, რაც კრემლის მთავარი მიზანია — რო ჩვენ კი არავართ ცუდები და ბოროტები, ყველა ეგეთია, სამყაროა ეგეთი და ჩვენ ვიბრძვით რითაც შეგვიძლია ჩვენი ინტერესებისვისთვისო — ანუ ჩვენი «ბრძოლაც» ლეგიტიმურიაო (თუკი ბრძოლას დავარქმევთ მაფიოზების მიერ მოსახლეობის დაჩქმორებას და გარე სხვებთან კაჩაობას).

ამიტომ, ნამდვილად სასიხარულოა ამერიკის შემობრუნება. ეს ნიშნავს იმას, რომ გვეღირსება და მოვესწრებით მალე იმ დღეს, როცა ყველა ერი და მსოფლიო იქნება თავისუფალი.

შმაგი სამხარაძე

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პუტინის ვერტიკალური ძალა პანდემიასთან ბრძოლას აგებს

პუტინის ბირთვული ბლეფი რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის ფონზე

«ნაცმოძრაობა» და «ევროპული საქართველო» ერთად, ბევრად უსწრებენ «ქართულ ოცნებას» — ახალი კვლევის შედეგები

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი