განცხადება/მიმართვა

გვარამია ყველაფერჩიკია-თეა წულუკიანი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  გელათში ფრესკები წებოვანი ლენტებით დაამაგრეს. აღნიშნულ ფაქტს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.

“მე პრიადად, ალბათ ბატონი ნიკა ბრძანდება, ის ყველაფერჩიკია და ესეც იცის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე როდესაც ვნახე, მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, ეს არის სპეციალური მასალა. მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია ჩემსავით არაკვალიფიციურია, მაგრამ მე როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის არავის არაფერს ეკითხება და მოეჩვენა, რომ ეს არის სკოჩი. აღმოჩნდა, რომ არ არის სკოჩი, ეს არის სპეციალური მასალა, იმიტომ რომ ფრესკა, სწორედ ნიკა გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის, 2008 წლიდან, იყო ექსპერიმენტების მსხვერპლი, ზოგიერთი ნაწილი არის მძიმე მდგომარეობაში.

თურმე როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისიც კი გვითხრეს, რომ სანამ რამეს გვეტყვიან გაიკითხეთო, ეს არის სპეციალური მასალა, იმისთვის რომ როდესაც გამომარილებისა და გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს ნაწილაკები კედელს არ მოშორდეს და არ მოწყდეს”-განაცხადა წულუკიანმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

20 ივნისს სოდომისტებმა მიიტანეს შტურმი პარლამენტზე – მეუფე სტეფანე(ვიდეო)

roma sajaia

“არ მიმაჩნია, რომ გიორგი კვირიკაშვილი იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში”-აკაკი ზოიძე

“გუშინ მთელი ერი გააუპატიურეს…თავს ვგრძნობ აყროლებულად”

დატოვე კომენტარი