«— გეხვეწებით ქართველებო ერთობას ნუ დავიზარებთ…დავდგეთ ფეხზე ქართველებო!!!»-გურამ ქართველიშვილი

0
723

პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია” ავტორი და  წამყვანი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«— გეხვეწებით ქართველებო ერთობას ნუ დავიზარებთ —
(გავაზიაროთ)

დღეს გარეჯამ დაგვარწმუნა, რომ დიდი სურვილი გვაქვს ქართველებო ერთობის და შეგვიძლია ის.
მე პირადად კიდე ერთხელ დავრწმუნდი, თუ როგორ ეშინიათ და ძალიან არ უნდათ ჩვენი ერთობა, რადგან ვისაც ეს არ უნდა, ჩვენზე უკეთ იცის მარადიული ფორმულა — ერთ მუშტად შეკრული და ღვთის საფარველ ქვეშ გაერთიანებული ქართველების დაუმარცხებლობისა. აკი ყველა ,,ძლევაი საკვირველი,, ერთობით გვაქვს მოგებული და ნაშენები ათასწლეულების ორომტრიალში.
დღეს, ჯერ იყო და მტვრის ბუღი ასდიოდა უდაბნოს გზას იმდენი მანქანა დაიძრა დავით გარეჯელის საფლავზე მსუფევ მონასტრისაკენ. ბორბლებზე ამხედრებული ქართველების ამ სრბოლისას ყველაზე ანკარა ჰაერივით ვყლაპავდით გზის მტვერს მგონი ყველა ჩვენთაგანი, რადგან ერთობა გვახარებდა. კოლონა უწყვეტი იყო და მთელ გზაზე გაჭიმული საგარეჯოდან გარეჯას მონასტრამდე. მოდიოდნენ ცხენებით და საიდან აღარ მოდიოდნენ.
აღდგომის ქედი და ჩიჩხიტური ხალხს ვერ იტევდა. იყო წირვა ლოცვა. გალობა, დროშები, წესრიგი, ეს ჩვენი შეუდარებელი ქართული სილაღე, მძიმე დღეში მყოფ სამშობლოზე დიალოგები ათიათასობით ქართველს შორის, ერს და ბერს შორის. იყო მოსალოდნელ პროვოკაციებზე ფხიზლად თვალის დევნება და ყველაფერს ამას გენეტიკური ქართული წესრიგი აკეთებდა.
ჩვენ ხომ ათწლეულებია ჩაგვძახიან (სხვადასხვა ნიღბით შეიარაღებული ლიბერასტული და მტრად ქცეული მთავრობები) ქართველებო რომ ცუდები ვართ და შეუმდგარები. არადა მიუხედავად ამისა რა მშვენიერი, ჯიშიანი და წესიერი ერი ვართ ჯერ კიდე… ერთი დიდი ნაკლი გვაქვს მხოლოდ — ქართული სახელმწიფო ვერ შევქმენით დაქსაქსულობის და მტერ-მოყვარის ვერ გარჩევის გამო….
არადა რომ იცოდეთ რა კარგია თქვენი ერთობის ყურება ჩემისთანა არაუშავს ქართველთმცოდნისთვის. დღეს იქ იმ სისხლისანი იყვნენ და ბევრი ვერ იყო, ვინც კრწანისში და მარაბდაში მივიდოდა.
არ დაივიწყოთ წინ 18—23 ივნისია, ჩვენი ეროვნული ღირსების და ქრისტიანული ცხოვრების წესის დაცვის დღეები.
ქედს გიხრით და გთხოვთ —- ასეთივე ერთობით და სიბრძნით დავდგეთ ფეხზე ქართველებო!!!
გურამ ქართველიშვილი
(გავაზიაროთ)»-წერს გურამ ქართველიშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ