განცხადებები

გერმანული იარაღი უკრაინაში დროულად ჩავა — ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ გერმანული იარაღი, რომელსაც უკრაინა რუსეთის ძალებთან ბრძოლისთვის ითხოვს, ქვეყანაში დროულად ჩავა, — უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანცლერმა გერმანულ სააგენტო dpa-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, ჩავა თუ არა მძიმე შეიარაღება დროულად, დონბასში ცვლილებების მოხდენის მიზნით, შოლცმა უპასუხა: „დროულად ჩავა“.

„წვრთნების შემდეგ მიწოდება მოხდება, წვრთნის გარეშე ამ იარაღს ვერ გამოიყენებ“, — აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანიამ, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, უკრაინისთვის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩვენ მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე გადავწყვიტეთ, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, რომ მიგვეწოდება მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა“, — აღნიშნა შოლცმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი  250 ლარით მოემატება»

შევიყვანოთ საქართველო ევროპაში! — ნაცმოძრაობა განცხადებას ავრცელებს

«ძალიან მალე, ჩვენ ყველა ერთად გავათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას!»-სოფო ჯაფარიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი