სკანდალი

გერმანიის ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებული ვლადიმერ პუტინის განცხადება უარყო

გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება უარყო. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება. გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზეიბერტის განცხადებით, მოსკოვს ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირების თხოვნით ბერლინისთვის არ მიუმართავს. „ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახით მონაცემი იმის შესახებ, რომ რუსეთმა ექსტრადირება ითხოვა“, – განაცხადა გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზეიბერტმა. მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია. რუსეთმა საქმის გამოძიებაში უნდა ითანამშრომლოს და გერმანიას გამოძიებისთვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევაკუაცია გამოცხადდა

Joni Kvaracxelia

სამართალდამცველებმა სახურავიდან გადააგდეს, მერე კი სცემეს- მასობრივი დაკავებები 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ (ვიდეო)

მივდივარ იქ, სადაც არავის დავეკითხები თუ რომელ აქციაზე წავიდე-ჯარისკაცმა შეირაღებული ძალები დატოვა

roma sajaia

დატოვე კომენტარი