განცხადებები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, თუმცა ახალი ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, რის შედეგადაც სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი აჭარა.

საქართველომ 2020 წლის 8 ივლისიდან დაუშვა შეუზღუდავი შესვლა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან. გერმანიაში მცხოვრები არაგერმანელი მოქალაქეების წინაპირობაა შესვლისთანავე შეუზღუდავი ბინადრობის ნებართვის წარდგენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მუდმივი ბინადრობის სხვა მტკიცებულება არ მიიღება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია»-ელიზაბეთ რუდი რუსი დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება

Joni Kvaracxelia

«ჩვენ უნდა გვქონდეს ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ»-სალომე ზურაბიშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დატოვე კომენტარი