პოლიტიკა

გერმანიის პარლამენტის კულტურისა და მედიის კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი 5-დან 9 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევიან. დელეგაციის წევრები არიან დეპუტატები კატრინ ბუდე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მაქსიმილიან მიორზებურგი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და მარკ იონგენი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენს ხელოვნების, კულტურისა და მედიის თავისუფლება. დელეგაციის წევრები გამართავენ შეხვედრებს მედიის, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვიზიტის პროგრამა ასევე ითვალისწინებს შეხვედრებს რუსეთიდან და ბელორუსიდან ლტოლვილ ჟურნალისტებთან და ხელოვანებთან, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ.

სტუმრები ასევე გამართავენ პოლიტიკურ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან. საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება მემორიალური პოლიტიკა, რა დროსაც განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს დამოკიდებულება საქართველოს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილის ისტორიასთან. საუბარი ასევე შეეხება საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს და საქართველოში გერმანული ორგანიზაციების მოღვაწეობას.

Loading…

მსგავსი პოსტები

გერმანიაში დასაქმებისთვის წასვლის სურვილი ერთ დღეში 35000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

დატოვე კომენტარი