განცხადება/მიმართვა

გერმანიის ელჩი: ქართველები ნათელ ზღვარს ავლებენ რუსებსა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას შორის. ეს პოლიტიკა არასწორია, როცა საქმე ეხება მეზობლებთან ან საქართველოსგან მოწყვეტილ ტერიტორიებთან ურთიერთობას

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე და თბილისში განვიტარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ეს იყო მოვლენები და განვითარება, რომელიც არავის მიერ არ ყოფილა დაგეგმილი და ეს არავისთვის არ არის კარგი. ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით,

“ძალიან მიხარია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დემონსტრაციები ძალადობრივი არ ყოფილა. წინა ხუთშაბათის ღამეს ვნახე დემონსტრაციაზე ძალადობის მაგალითები, მაგრამ ამის შემდეგ ვითარება დამშვიდდა და აქციებმა მიიღო ნამდვილი დემონსტრაციების სახე, სადაც ხალხი გამოხატავს საკუთარ განცდებსა და მოთხოვნებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვიქცეთ ამ ვითარებაში: არ უნდა შეიცვალოს ის, რაც ყოველთვის ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქართველებს, როგორც ერს, ხალხს რუსების მიმართ, იქნებიან ეს რუსი ვიზიტორები თუ სტუმრები. ასევე როგორი დამოკიდებულება აქვთ რუსული კულტურის, მაგალითად ფილმების, წიგნების, ლიტერატურის მიმართ. ქართველები ნათელ ზღვარს ავლებენ რუსებსა და რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას შორის. ეს პოლიტიკა არასწორია, როცა საქმე ეხება მეზობლებთან ან საქართველოსგან მოწყვეტილ ტერიტორიებთან ურთიერთობას”

“ვშიშობ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება არასწორად იყოსს ინტერპრეტირებული რუსული მედიისა და რუსული პროპაგანდის მიერ, როგორც რუსული კულტურის აკრძალვა საქართველოში. მაგალითისთვის, რუსებმა შეიძლება ერთმანეთს უთხრან, რომ ქართველებმა აკრძალეს ისეთი ფილმები, როგორიც არის „მიმინო“ და მათი ყურება აღარ სურთ. ასე შეიძლება მოხდეს ამ ნაბიჯის არასწორად აღქმა. კარგი იქნებოდა მოგვეცადა და გადაწყვეტილებები ცოტა გვიან მიგვეღო”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში

Loading…

მსგავსი პოსტები

ცეზარ ჩოჩელმა თავისი კანდიდატურა მოხსნა

“კურიერის” ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს გიორგი გახარია გამოეხმაურა

“ესპანეთთან მოგების შემთხვევაში გუნდი ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს”

roma sajaia

დატოვე კომენტარი