პოლიტიკა

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო საზეიმო მიღებას გამართა.

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩო საზეიმო მიღებას გამართა. საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, 1990 წლის 3 ოქტომბერი იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. „დღეს აქ, თბილისში ყველანი გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების ყოფნის დასრულება. ეს ასევე იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გერმანელებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში და ამის საიდუმლო, ამის საფუძველი იყო ევროკავშირი. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი და ევროკავშირი ახლა არის ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც. ამაშია ამ დღის მნიშვნელობა საქართველოსთვისაც. გერმანია იდგა საქართველოს გვერდით 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ახლა. მოდით, საქართველომ და გერმანიამ ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ”, – განაცხადა პეტერ ფიშერმა. საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

სტატიის ავტორები: გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

ბახტაძე: ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს ერთ ლარად შეეძლებათ

შეიქმნა საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის თანამდებობა

დეპუტატი თამარ ჩარკვიანი შეხვდა ევროპარლამენტარ კარენ მელქიორს

დატოვე კომენტარი