პოლიტიკა

გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

გერმანიის ბუნდესთაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 2023 წლის 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა. დელეგაციაში იქნებიან ქალბატონი თაბეა რიოსნერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი ნიკო ტიპელტი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია), ქალბატონი გიოქაი აქბულუთი (მემარცხენეები) და ბატონი ფალკო დროსმანი (სოციალ-დემოკრატიული პარტია).

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.

დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში არსებული კარგი საპარლამენტო ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ხოლო მთავარი სასაუბრო თემები იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხები, შიდა და გარე პოლიტიკა, ასევე ევროპული პოლიტიკის მიმართულებები. გარდა ამისა დელეგაციის წევრები ისაუბრებენ განვითარების, სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის თემებზე და ღია ფორმატში განიხილავენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს.

ვიზიტის მიზანი არის ასევე დეპუტატებთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავება, ადგილზე ინფორმაციის მიღება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნაციონალური მოძრაობა არის «მაოხრებელი გზირი»-გია ვოლსკი (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის შენობაზე დროშა დაეშვა

ვინ და რა მიზნით სტუმრობდა ახალქალაქიდან სააკაშვილს?

დატოვე კომენტარი