ომი

გერმანია არქტიკასა და ბალტიის ზღვაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ ნაბიჯებს დგამს

Telegraph-ის ინფორმაციით, გერმანია სამხედრო-საზღვაო გემებს არქტიკაში აგზავნის, რათა რუსეთის მზარდ სამხედრო აქტივობას რეგიონში წინააღმდეგობა გაუწიოს. თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან არქტიკის მილიტარიზაცია და წყალქვეშა ნავების გააქტიურება გაზრდილ საფრთხეებს ქმნის.

გერმანიის პირველი საპორტო გაჩერება გრენლანდიაში, ნუუკში იგეგმება, რის შემდეგაც გერმანული გემი პირველად მონაწილეობას მიიღებს კანადის არქტიკულ წვრთნებში. რეგიონში იგეგმება ფრეგატების, საპატრულო გემებისა და წყალქვეშა ნავების გაგზავნაც.

ამასთან, 1-ელი ივლისიდან გერმანია იღებს დამატებით ზომებს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელიც ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში ოპერირებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიწყო ტანკერების დაკითხვა მათი დაზღვევის სტატუსის დასადგენად, რადგან ისინი ხშირად სანდო დაზღვევის გარეშე მოქმედებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიზანია — „გავზარდოთ წნეხი რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე და დავიცვათ ბალტიის ზღვა“.

მსგავსი პოსტები

ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა

ისრაელი ირანიდან მოსალოდნელ იერიშს პასუხობს — ჩრდილოეთში სირენები ჩაირთო

Joni Kvaracxelia

მაჰმუდ აჰმადინეჟადის ბედი გაურკვეველია — ირანიდან წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი