გერმანიაში WhatsApp-ის გამოყენება აკრძალეს

0
854

გერმანიაში ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლებს WhatsApp-ის გამოყენება აუკრძალეს. ამის შესახებ ნათქვამიაა წერილში, რომელიც მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხებში კომისარმა, ულრიხ კელბერმა ფედერალური მთავრობის შტოებს გაუგზავნა.

კელბერის თქმით, „ამ რთულ პერიოდშიც კი“ სამთავრობო უწყებებმა მონაცემთა დაცვას განსაკურებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

გერმანული მედიის ცნობით, კელბერის განცხადება წარმოადგენს რეაგირებას ასობით მოქალაქის საჩივარზე, როდესაც ფედერალური ხელისუფლების ორგანოები WhatsApp-ის იყენებდნენ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ