covid-19მსოფლიოში

გერმანიაში სკოლები გაიხსნა

დღეიდან გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. კერძოდ, გაიხსნა პატარა მაღაზიები და სკოლები (4 მაისს იწყებენ ჯერ ის კლასები, რომლებიც წელს და მომავალ წელს ამთავრებდნენ. ასევე დაწყებითი სკოლის (აქ ცალკეა) ბოლო ანუ მე-4 კლასი. 11 მაისიდან დანარჩენები.). გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება გერმანიაში კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხეს აჩენს.

ანგელა მერკელის თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება გაქარწყლდება, თუ ადამიანების სოციალურ დისტანიცირებას არ გააგრძელებენ.

მერკელის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე შემდეგი დისკუსია 30 აპრილს გაიმართება. მისი თქმით, აუცილებელია სიტუაციის დეტალური ანალიზი.

„როგორ იმოქმედებს გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქება ეს ორ კვირაში გამოჩნდება. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე და დისციპლინა“, – განაცხადა მერკელმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კვლავ დაიძაბა ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შედგება

«რუსეთთან თანამშრომლობა დიდი შეცდომაა» — შტაინმაიერი

დატოვე კომენტარი