გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების შესვლა შეიზღუდა – ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის, – აინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შესული პირები ვალდებულნი იქნებიან იყვნენ 10 დღე თვითიზოლაციაში კერძო ბინაში ან სასტუმროში. გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია. PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. აქამდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48 საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ამასთან, გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტი და ა. შ. რეგულირებულია ცალკე ფედერალურ მიწების მთავრობათა მიერ ყოველ მიწაზე ინდივიდუალურად…
ტურისტული მიზნით მგზავრობა ნებადართული აღარ არის“ – ნათქვამია განცხადებაში.