«რუსეთი კლავს», ამ სახელწოდებით გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს და რუსეთის პოლიტიკა გააპროტესტეს. აქცია მიუნხენის მთავარ მოედანზე ჩატარდა, რომელშიც 100 მდე ქართველი და გერმანული აქტივისტი იღებდა მონაწილეობას. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს და გმობენ საქართველოს ოკუპაციას.