განცხადებები

გერმანიას შეუძლია რუსების გასამართლება უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისთვის, მაგრამ არა პუტინის — იუსტიციის მინისტრმა

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ დაიწყო წინასწარი გამოძიება უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებებზე და შესაძლოა ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ამის შესახებ ბუშმანმა DW-თან ინტერვიუში განაცხადა.

«გერმანიამ დაიწყო ე.წ. «სტრუქტურული» გამოძიება. ჩვენ შეგვიძლია გამოვიძიოთ საზღვარგარეთ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები, მათ შორის უცხოელების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, გერმანული კანონების შესაბამისად,» განმარტა მან.

ბუშმანის თქმით, ეს გამოძიება მტკიცებულებების შეგროვებას და სისტემატიზაციას გულისხმობს, რომელსაც ისინი გამოიყენებენ კრიმინალის დაკავების შემთხვევაში — როცა, მაგალითად, დამნაშავე ევროპაში მოხვდება.

„გერმანიის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ვლადიმერ პუტინის გასამართლება, ყოველ შემთხვევაში, სანამ ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ჯაჭვში ბევრი ადამიანია, ვინც ბრძანებებს გასცემენ და ასრულებენ. ”- განმარტა გერმანიის იუსტიციის ხელმძღვანელმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად»-მიხეილ სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ლავროვი: გვაშფოთებს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალური განწყობილება, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ

დატოვე კომენტარი