ომი

გერმანიამ უკრაინას ახალი დახმარების პაკეტი გადასცა

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცა. ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს. ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და თარიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. „ფედერალური მთავრობა, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხარს უჭერს უკრაინის არმიას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

რომის პაპი – ვევედრები ვლადიმერ პუტინს, შეაჩეროს ძალადობა და სიკვდილი

დღეს, უკრაინაში საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დაიღუპა

Joni Kvaracxelia

პრეზიდენტ ალიევის პოზიცია — ბაქო საერთაშორისო სამართლის მხარეს დგას

დატოვე კომენტარი