დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები დაფიქსირდა.
“ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასევე დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება”-განაცხადა პაატა იმნაძემ.
Loading…
