განცხადებები

გენრი დილოძემ პარტია «მოქალაქეების» რიგები დატოვა

„მოქალაქეების» რიგები დატოვა მწერალმა და დრამატურგმა, გენრი დოლიძემ. ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის მე-4 ნომერი და ბათუმში „მოქალაქეების» მაჟორიტარი კანდიდატი იყო. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:
«ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია «მოქალაქეები», ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.
ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..
მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.
ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და «ბინძურ საქმეში» ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად.
ვაგრძელებ ბრძოლას სხვა ფლანგიდან, ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები შემართებით, რწმენით, მობილიზებით! წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის. მირიან მერცხალაძე გიორგი გაბაიძე Guja Khabadze
P.S. უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკურ ტრიბუნად ნუ გამოიყენებთ ამ სტატუსს. ვისაც ჩვენი გჯერათ, უბრალოდ, წარმატებები გვისურვეთ.» — წერს გენრი დოლიძე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქართული ოცნების» წევრი: «საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს!»

«ეს არის დიდი აფიორა, დიდი ფულის გათეთრების ოპერაცია, დიდი სკანდალი…»-სააკაშვილი

roma sajaia

«ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას, დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ»-ილია მეორე

დატოვე კომენტარი