ხელოვნებათმცოდნე, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით მან მიიღო მსოფლიოში აღიარებული იტალიელი რესტავრატორისგან. გელათზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც მომავალში აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს.
«SOS!
ახლა მივიღე წერილი, სადაც მსოფლიოში აღიარებული იტალიელი რესტავრატორი მწერს გელათზე, დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სარესტავრაციო სამუშაოებში დაშვებულია მძიმე მეთოდური შცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს!!!!
საშინელებაა!!!!
«… ყველა სპეციალისტის აზრით მთავარი დეფექტი/ნაკლი არის კრამიტის დამაგრება პირდაპირ ხსნარიან ზედაპირზე, რადგან მათი პირდაპირი კონტაქტი წარმოქმნის ზედაპირსა და კერამიკას შორის კონდენსატს (წყლის წვეთებს), რომელიც ვეღარ ორთქლდება და შიგ რჩება. თბილი კლიმატის მქონე ტერიტორიებზე, როგორიცაა სიცილია ან სხვა ხმელთაშუა ზღვის ზონები, ამ ტიპის გადახურვას სერიოზული დაზიანება არ ემართება. მაგრამ იმ რეგიონებში, სადაც ტემპერატურა 0-ს ქვემოთ ეცემა ( როგორიც საქართველოა) კონდენსატი იყინება და წარმოქმნის ბზარებს კრამიტზე, რის შედეგადაც დაზიანებულ მონაკვეთებში შედის წყალი.»» — წერს ნიკა ვაჩეიშვილი.
Loading…