სოცქსელი

«გეკითხებით: ღირსია ასეთი ადამიანი ნათლობის მადლის?»-დეკანოზი თამაზ ლომიძე

«კიდევ ერთხელ მიუნხენში, შტუტგარტში, ფრანკფურტში, ნიურნბერგში და ზაარბრიუკენში მცხოვრებთა საყურადღებოდ ანუ იმ ქალაქების გასაგონად, სადაც არსებობს ჩვენი სამრევლოები, სადაც პირადად გეახლებით ხოლმე ყოველთვე და ტარდება წირვა-ლოცვა:
ნუ ეცდებით ტელეფონის ან ვინმე ნაცნობის საშუალებით დაგვიკავშირდეთ და დაუსწრებლად შეათანხმოთ ნათლობა, ჯვრისწერა ან სხვა საეკლესიო საჭიროება. მითუმეტეს, ისეთებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მაგ ქალაქებში ცხოვრობთ და ერთხელაც არ მოსულხართ ტაძარში. ამ ქალაქებიდან ტელეფონით ვერავინ შეგვითახმებს ნათლობას. ეს გამორიცხულია. კეთილი ინებეთ, იკადრეთ, დაგვდეთ პატივი და ნათლობის ან ჯვრისწერის შესახებ გასაუბრების გამო მაინც მობრძანდით პირადად, გაგვეცანით ვინ ხართ, რა გწამთ, როგორ გწამთ და შემდეგ გადავწყვეტთ, შეიძლება თუ არა ნათლობა ან სხვა საიდუმლოს აღსრულება თქვენთვის.
რეალურ მაგალითს მოგიყვანთ: ტელეფონით მირეკავს ადამიანი (არაერთხელ მომხდარა) და პირდაპირ მთხოვს ნათლობის თარიღის ჩანიშვნას. მე ვეკითხები: თქვენ სად ცხოვრობთ? ის მპასუხობს: შტუტგარტში. მე ვეკითხები: – რამდენი წელია? ის: – 10 წელიწადია. შემდეგ ვეკითხები: მე გიცნობთ თქვენ? ის მპასუხობს: – არა, არ ვყოფილვარ არასდროს შტუტგარტის ეკლესიაში. ვეუბნები: მე ვერავის შვილს ვერ მოვნათლავ თუ არ ვიცნობ მის მშობლებს და არ ვიცი მათი რწმენა. უნდა მობრანდეთ ტაძარში, გაგიცნოთ, გავისაუბროთ და შემდეგ გეტყვით პასუხს. მისი პასუხი გაგაოგნებთ: წირვამდე რომ მოვიდე შეძლებთ გასაუბრებას? არ გვცალია, უნდა გავიქცეთ, საქმე გვაქვს და ვერ დავრჩებით დიდხანსო. გესმით? 10 წელია ერთხელაც არ მოსულა წირვაზე, ახლა ბავშვის მონათვლა უნდა და დროც არა აქვს, რომ მღვდელს წესიერად გაესაუბროს მისი შვილის ნათლობის შესახებ. გეკითხებით: ღირსია ასეთი ადამიანი ნათლობის მადლის? მგონია, რომ – არა. რადგან არ სცემს პატივს ჩვენს სარწმუნოებას და არც ესმის, რას ითხოვს. ნათლობა ნივთი არ არის, რომ Amazon-ზე შეუკვეთო, ჩაიცვა და ქრისტიანი გახდე. ნათლობა ცოცხალი რწმენაა, რწმენით ცხოვრებაა და ეკლესიასთან სიახლოვეა. არ გინდა ეკლესია? მაშინ, დაანებე ამ ნათლობანას თამაშს თავი, რადგან ნათლობა ეკლესიის გარეშე არ არსებობს.
ასეთია ქრისტიანული წესი, ასე ხდება ჩვენს სამრევლოებში და თუ ვინმე, სადმე არღვევს ამას და სხვანაირად იქცევა, ეს ჩვენ სრულებით არ გვაინტერესებს.»

ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე წერს.

მსგავსი პოსტები

«მალე გამოვალ…»-ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას თავად ავრცელებს

roma sajaia

«ზურაბიშვილისა და მისი შვილისთვის «უჯიშოს» წოდების გამო ქართველ ჯარისკაცს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს-ჩამოძონძილია უკვე ივანიშვილის რეჟიმი»

Joni Kvaracxelia

ხიდმა პირველივე სტიქიას ვერ გაუძლო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი