განცხადება/მიმართვა

“გეი – აღლუმის რეალური ორგანიზატორი არის “ქართული ოცნება”-სანდრო ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “თბილისი პრაიდის” ღონისძიებებს გამოეხმაურა, რომელიც ხვალიდან იგეგმება.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ‼️
ბატონო ირაკლი, 5 ივლისს თბილისში დაგეგმილია ე.წ. გეი-აღლუმი ‼️
თქვენ თუ დაუშვებთ და ხელს შეუწყობთ გეი -აღლუმის ჩატარებას, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ ‼️
გეი – აღლუმის რეალური ორგანიზატორი არის “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდი, სწორედ მათ მიცეს გარანტია, რომ ლგბტ-აღლუმი ჩატარდება ‼️
ახლა ბოლო სიტყვა თქვენზეა – ქართული ოჯახის შვილი, შესანიშნავი მამა და მეუღლე, მორწმუნე-მართლმადიდებელი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩაატარებს გეი-აღლუმს, თუ არა ⁉️
არჩევანი თქვენზეა, ბატონო პრემიერო და ამ არჩევანიდან გამომდინარე იმოქმედებს ქართველი ერი ‼️
დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ მმართველს არ მიუცია ნებართვა გეი-აღლუმის ჩასატარებლად – არც ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას, არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს, არც კვირიკაშვილს, არც ბახტაძეს, არც გახარიას არ მიუციათ მწვანე შუქი გეი – აღლუმისთვის ‼️
ისე ვეღარ იქნება – აქეთ ეკლესია და ეროვნულები, იქით ლიბერასტები და მამათმავლები, შუაში გამშველებელი ,,ქართული ოცნება” ‼️
ბატონო პრემიერო – თქვენ და თქვენს ,,ქართულ ოცნებას” მოგიწევთ არჩევანის გაკეთება – ან ,,ქართული ოცნება” მამათმავლებთან და სოროსელებთან ერთად ჩაატარებს გეი – აღლუმს , ან დადგებით ქართველი ერის გვერდით და არ დაუშვებთ ამას ‼️
ოქროს შუალედის დაკავება და ყველას თვალში “კარგი ბიჭობა” აღარ გამოუვა ,,ქართულ ოცნებას” ‼️
არჩევანი თქვენზეა – ქრისტეს გზა, თუ ბარაბას გზა”- წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

Loading…

მსგავსი პოსტები

“სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად”

“ოქროს მოწმე შეიძლება ირანს გადასცენ,სადაც მას სიკვდილით დასჯიან !!!!! ჩვენ არ ვართ ქვეყანა და გვყავს მავნებლების ხელისუფლება!”-ელისო კილაძე

“ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი…”-დეკანოზი სასულიერო პირებიდან საჯაროდ პირველი აიცრა

roma sajaia

დატოვე კომენტარი