განცხადებები

გედევან ფოფხაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა

გედევან ფოფხაძემ საგანგებო ბრიფინგზე «ქართული ოცნების» დატოვების   მიზეზებზე ისაუბრა:

«მე აქამდეც მქონდა იმის განცდა რომ ჩემი რესურსი «ქართულ ოცნებაში» იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მე მგონია რომ დარჩენა არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. უნდა დასმულიყო კითხვა რატომ რჩები «ქართულ ოცნებაში» ვიდრე რატომ წამოხვედი «ქართული ოცნებიდან». არის ორი საკითხის თანხვედრა რომლის პირობებშიც იქ იყო სადაც ხარ, უკვე არის შეუძლებელი. ერთი თუ შენ არსებითად იდეოლოგების დონეზე, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება- არ გაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს ვისთან ერთადაც ხარ. და მეორე, შენ შეიძლება გქონდეს განსხვავებული ხედვები მაგრამ გქონდეს ამ ხედვების გამოხატვის საშუალება იქ სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს. პირველი მე კიდევ შეძლებოდა დამეძლია, იმიტომ, რომ დავაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს და ამით მექნებოდა შესაძლებელი, რომ ბოლომდე მომეხადა ვალი იმ ადამიანების წინაშე ვის წინაშეც მაქვს ვალი, მაგრამ მეორე უკვე გამორიცხავს იმ შესაძლებლობას სადაც გეუბნებიან, რომ შენ თუ ხმამაღლა საუბრობ იმაზე რასაც ფიქრობ უნდა წახვიდე,»-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ივანიშვილი რუსთავი 2″-ს ვერ წაიღებს, გამორიცხულია»-ირაკლი ოქრუაშვილი

«ახალგაზრდა ქალი უთოთი უწამებიათ. გილოცავთ მხედრიონის დაბრუნებას»

Joni Kvaracxelia

«ხარაგაულის რაიონში და რიკოთის ხეობაში გაიხსნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა»-შალვა ნათელაშვილი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი