ალბათ გახსოვთ 2016 წელს ნიგერიაში გადაღებული ფოტო, რომელმაც ააფეთქა სოციალური ქსელი, სადაც პატარა ნიგერიელ ბიჭუნას მოხალისე გოგონამ წყალი დაალევინა. აფრიკაში, დღესაც დიდი არეულობაა, ხალხი ღარიბი და მშიერია.
პატარა ნიგერიელს, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი ძალიან გაუმართლა, როცა მას დანიური ორგანიზაციიდან ერთერთმა მოხალისე გოგონამ, სახელად ანა რინდენი, წყალი დაალევინა.
როდესაც ქალმა ქუჩაში დაინახა პატარა ბიჭი, მან გადაწყვიტა მისთვის წყალი მიეწოდებინა, შემდეგ კი თან წაიყვანა, რომ დახმარებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, მას მოუვიდა ანგარიში სადაც უნდა გადაეხადა 10 000 დოლარი. ანამ დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართა. რვა კვირის თავზე, ბიჭუნა გამოჯანსაღდა. ამჟამად ის ძალღონით სავსეა და სხვა ბავშვებთან ერთად მხიარულად თამაშობს. სახელიც კი შეურჩიეს, მას ჰოუპი ქვია.
სრულიად ჯამრთელი ჰოუპი ერთი წლის შემდეგ სკოლაშიც წავიდა და საერთო არ გავს იმ ფოტოზე აღბეჭდილ პატარა, მშიერ და ავადმყოფ ბიჭუნას.
ის ამჟამას ნიგერიის უდედმამო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, რომელიც ანამ და მისმა მეუღლემ ააშენეს.