“გახარია პრემიერი უნდა გახდეს – ქართველების ცემა და შეურაცხყოფა, საკნებში შეყრა და დამცირება უნდა დაჯილდოვდეს”

0
295

“აქებს გახარიას გავრილოვი, იწონებს მისი სახელობის ველურ რბევას, მისი სიხისტე ახარებს და არც მალავს ამას, ინტერვიუებს არიგებს, რუსეთის აზრს გამოხატავს …

აქებს, რადგან არ დაუთმო დემონსტრანტებს, დუბინკებით დაალურჯა, მხრები დაუმტვრია, მხეცურად სდია ქალაქის ქუჩებში და თვალები რომ დათხარა.

თავისუფლებისთვის გამოსულ დასისხლიანებულ ქართველებს რომ დასდევდნენ დილამდე ბრუტალური ვნებით, როგორც ცოფიან ძაღლებს, – აი, ეს მოსწონთ რუსებს.

გავრილოვის გაგდება დაუსჯელი არ დარჩა, რუსეთის სავარძლიდან აყენება არ შერჩათ ქართველებს! გადაახდევინა თავისივე მთავრობამ რუსთაველზე დაღვრილი სისხლით.

და ეს კაცი, ამ მთავრობის შსს მინისტრი, სიმბოლო და განსხეულება 20 ივნისის ძალადობისა ახლა
პრემიერი უნდა გახდეს – ქართველების ცემა და შეურაცხყოფა, საკნებში შეყრა და დამცირება უნდა დაჯილდოვდეს, როგორც ცინიზმის ტრაგიკული აპოთეოზი.

ერთხელაც ვერ უპასუხა გახარიამ გავრილოვს, რომ მისი შეფასებები არ სჭირდება, რომ ოკუპანტად თვლის, რომ ქართველების პრემიერია და არა გავრილოვის ნამესტნიკი. ახლაც კი, როცა ყველაზე მეტად უნდა სჭირდებოდეს მოქალაქეების ნდობა და მხარდაჭერა, ვერ მიიღო გავრილოვის კრიტიკის უფლება.

ყოფილა ქართულ ისტორიაში საშინელი დამცირების ეპიზოდები, ჭრილობასავით რომ დარჩა ეროვნულ სხეულს და დღესაც ელდანაკრავივით რომ გვახსენდება.

ეს ისტორიაც ასეთია: რუს გახარიას პრემიერად ნიშნავენ – იმ კაცს, რომელსაც უხარია, როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია.”

ნუგზარ წიკლაური, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ