პერსონასოცქსელი

«გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა» — ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გახარიას პოსტის შესაძლო დატოვებას.

«მალე ექვთიმიზებულ ოლიგარქს ახალი პრემიერი ეყოლება. ეს უკვე მისი რიგითი მეხუთე პრემიერი იქნება ღარიბაშვილის, კვირიკაშვილის, ბახტაძისა და გახარიას შემდეგ.

გახარია პეპელასავით ყველაზე დღემოკლე პრემიერი გამოდგა — პრემიერობის ოთხი თვე შეუსრულდა და უკვე ჩემოდანს ალაგებს.

გახარია, რომლის გაპრემიერება თითქოს ასე პრინციპული იყო ივანიშვილისთვის, ოთხი თვის თავზე მალფუჭებადი პროდუქტივით გადასაგდებია.

როცა საზოგადოება ითხოვდა მის თავს, ივანიშვილმა იგი არ დათმო.

20 ივნისის შემდეგ, პრობლემა ივანიშვილის სისუსტეში იყო და არა გახარიას სიძლიერესა და შეუცვლელობაში. ივანიშვილი სიჯიუტით ცდილობდა წაშლილი სახის შენარჩუნებას.

საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ხალხის მხარდაჭერის მქონე ძლიერი პოლიტიკური ლიდერი არ ერიდება საზოგადოებასთან დათმობას, კომპრომისს. მხოლოდ სუსტს და პანიკაში მყოფს ჰგონია, რომ სხვისთვის დათმობა ბოლოს მოუღებს მის ძალაუფლებას.

მოკლედ, ექვთიმე ვისაც ახლა დანიშნავს, იმას ვეღარ გამოცვლის. წელს ხალხი მასაც და მის ახალ პრემიერსაც ერთად გამოცვლის თაიგულად.» — წერს ნიკა მელია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნატო ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ნატოში შესვლა მოხდება ორ ეტაპად»

«საქართველო დაიცალა ქართველებისგან»-მუხრან ბურჭულაძე

«ვარძიის ტაძარი და თამარის ფრესკა რომ დაიწვა, როგორ მოიქცა ქართული კერძო სექტორი? ეს რატომ არ აღელვეთ მათ?!»

დატოვე კომენტარი