განცხადება/მიმართვა

გახარია, ვასაძეები და მათ მსგავნი პირადად წარმოადგენენ პუტინ-ნარიშკინის პროექტებს-ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბრობს:

“ჩვენი ხალხი ვის რას აპატიებს და ვის რითი წაახალისებს, ამის თაობაზე აღმაშენებელსაც კი არ ჰქონდა თავისი აზრი, ისე აღესრულა. ჩვენი ხალხისას ვერ გაიგებ, დილით რას ფიქრობს, შუადღისას რას გადაწყვეტს და საღამოს ვის ჰანგზე დაუკრავს. ამიტომ დასჭირდა აღმაშენებელს ყივჩაღების ჩამოყვანა სახელმწიფოს შესაქმნელად. იგივე ხალხი ვართ, არ შევცვლილვართ. რაც შეეხება გახარიას, ვასაძეებს და მათ მსგავსთ, ისინი პირადად წარმოადგენენ პუტინ-ნარიშკინის პროექტებს, რუსეთის სპეცსამსახურთა უკანასკნელ იმედებს, რადგანაც კრემლში დაინახეს, ივანიშვილი ვეღარ მართავს სიტუაციას და უფრო მეტიც, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად ზედმეტი დაუთმო დასავლეთს, რა დაუთმო, ჯერ არ ვიცით. ამიტომ დააძრეს სარეზერვო პაიკები, უმცროსი ლეიტენანტები რუსეთის სპეცსამსახურებისა. აი, ეს არის რეალობა და ვინც ამ რეალობას გაიზიარებს, ქვეყნისთვის და მათთვის, ვინც არ გაიზიარებს, მერე არ იკითხონ, რა გვეშველებაო, არაფერიც არ გვეშველება”- განაცხადა ა ნათელაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

“უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს”-ცესკო

roma sajaia

რუსეთი დაბლოკილი ტელეარხების ანგარიშების აღდგენას ითხოვს

საგანგებო განცხადება პროკურატურაში-ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

დატოვე კომენტარი