სამართალი

გახარია ბრუნდება – ოღონდ ონლაინ: კომისია 2 ივლისს მოუსმენს

გიორგი გახარია 2 ივლისს საგამოძიებო კომისიას დისტანციურად უპასუხებს

საგამოძიებო კომისიამ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, დისტანციური ჩართვით გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილება მიიღეს გახარიას წარმომადგენლის წერილის საფუძველზე.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ გახარიამ თავად უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მზადყოფნა და ჩართვა არ დაასრულოს სხდომის დასრულებამდე. კომისიის წინაშე იგი 2 ივლისს, 16:00 საათზე წარსდგება.

გამოკითხვა შეეხება ჩორჩანის საგუშაგოს გახსნის თემას, რაზეც გახარია პირველად 23 ივნისს იყო დაბარებული, თუმცა ქვეყანაში არყოფნის გამო ვერ გამოცხადდა და დისტანციური ჩართვა თავად მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ახალი ბრალი აქვს

Joni Kvaracxelia

ირაკლი ჩომახაშვილის შენიშვნა: მოწმე და პროკურორი სასამართლო პროცესზე ტელეფონებს ერთდროულად იყენებდნენ

სალომე ზურაბიშვილი გზის გადაკეტვის ბრალდებით 5000 ლარით დაჯარიმდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი