განცხადებები

«გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება ცალსახად ემსახურებოდა «ნაციონალური მოძრაობის» ინტერესებს-«ტვ იმედის» განცხადება

ტვ «იმედი»  ექსპრემიერ გიორგი გახარიას  და უკვე პარტია «საქართველოსთვის» თავმჯდომარეს ბოიკოტს უცხადებს.

«სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია „არავის წინააღმდეგ“, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას, ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ — ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი — ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება»-აღნიშნულია  «იმედის» განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ეს რა ჭირი შემოესია ქვეყანას???!!!»

კობახიძე და თალაკვაძე იმსახურებენ, რომ ვახო მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან ცალკე მოლაპარაკებები ჰქონდეთ — გიგა ბოკერია

ოლაფ შოლცი — პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, ეს არის მოლაპარაკების საფუძველი

დატოვე კომენტარი