საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ქრონიკის» ეთერში, გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომას აფასებს.
«მე არ მომწონს „ქართული ოცნების» მონოლითურობაზე მსჯელობა გიორგი გახარიას გასვლით. საარჩევნო პროგრამით დავანახებთ ხალხს ვინ არის მონოლითური, ვინ დაუდგა სახელმწიფოს გვერდით და ვინ მსჯელობდა სახელმწიფოებრივად. ვფიქრობ გახარიას ამ მხრივ სერიოზული მინუსი აქვს და „ქართულ ოცნებას» გაცილებით დიდი პრივილეგია აქვს იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესს გამოხატავს. „ქართული ოცნების» წევრი იყო გიორგი გახარიაც, მაგრამ ცუდად მოიქცა, არასწორად მოიქცა. კიდევ კარგი ეს თავად გადაწყვიტა და ჩამოშორდა ამ პოლიტიკურ ძალას»- განაცხადა ვოლსკიმ.
Loading…