განცხადებები

«გახარიასაც ჰქონდა თავიდან თანხმობა მიცემული ჩემ დაკავებაზე»-ნიკა მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში «ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო მიმდინარეობს ბრალდებულმა ნიკა მელიამ სიტყვა წარმოთქვა.

«კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შებღალავს ხომ მინიმუმ? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი.

რა თქმა უნდა, გახარიასაც ჰქონდა თავიდან თანხმობა მიცემული ჩემ დაკავებაზე და კობახიძესაც. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, იგი წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები, იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ» — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს 11:00 საათზე დაიწყო.

Loading…

მსგავსი პოსტები

«პოლიტიკურად ვერც მიხეილ სააკაშვილს ვერ ვხედავ»-ანა ნაცვლიშვილი სააკაშვილზე(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

გიორგი უგულავა: პროდასავლური ძალების ერთიანობით დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმი

Joni Kvaracxelia

LIVE:ზაზა სარალიძე პირდაპირ ეთერში

დატოვე კომენტარი