დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
«ერთი სიტყვით, დავასკვენი რომ ის ჭაობი, განუვითარებლობა, გაჭირვება და უსამართლობა, რაშიც ჩვენი ხალხი იმყოფება და იტანჯება, ალალი ყოფილა მასზე. რაც ხალხია, ის მის ყოფაა, არც მეტი და არც ნაკლები. უნდა შევწყვიტო ნერვიულობა და ფიქრი ჩემი ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორებაზე, არაფერი გვეშველება, სანამ თაობები არ შეიცვლება. ასეთი უპრინციპო, მატყუარა, უვიცი, არაპროფესიონალი, მაიმუნი, ეგოისტი, მდაბიო საზოგადოება მე არ ვიცი სხვაგან თუა. რა თქმა უნდა, მთელს ერს არ ეხება, მაგრამ უმრავლესობას კი ნამდვილად. პოლიტიკური სპექტრი ხომ უკიდურესად გახრწნილი და არამზადაა, და საზოგადოებაც ანალოგიური. საქართველში რაც უფრო დიდი არამზადა და გაიძვერა მსახიობი ხარ, მით უფრო ფასობ, ესაა მწარე მოცემულობა, რომლის შეცვლა ვერ შევძელი(თ) ჯერ. ოცნების (და ოცნებების) იქით მეტი პერსპექტივა მართლაც არ აქვს ქართველ “ერს”. ხოდა იყოს ოცნებაში და ბუბას სიმღერებიც ფონად დაედოს, მაინც ტაშფანდური ყველაზე კარგად ეხერხება ქართველს და “ივერიაც გაბრწყინდება”… ვფიქრობ, ეს ჩემი უკანასკნელი პოსტია საჯარო-საქვეყნო თემატიკაზე. დაე, მოსახდენი მოხდეს.P.S. გავაგრძელებ მხოლოდ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა მდგომარეობის მონიტორინგს, ჩვენი წინაპრების ეს დანატოვარი საკაცობრიო საკუთრებაა და არა მხოლოდ ვიწრო ქართული კუთვნილება. არ მეთმობა უყურადღებობისა და განადგურებისათვის ამ ტყუირების ხელში, რაც არ აკლია ჩვენს საუნჯეს ისედაც» -წერს ილია ჭიღლაძე.