განცხადებები

«გაციმბირების ნაცვლად, ის ადამიანებს რეპრესიების სახით ჰპირდება გამოსკოვებას და მოსკოვში გადასახლებას»-მდინარაძე ხაზარაძეზე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი  მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  მამუკა ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა.

«საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ, იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით და როგორც ჰყვებიან, ხაზარაძეც მათ რიგში იყო. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება. ალბათ გახსოვთ ციმბირში გადასახლება. ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა ისე, რომ ცხოვრების პირობები უკეთესი შემოგვთავაზა. ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. ამის დასტურად შემიძლია, მოვიტანო ის ამბავი, პროკურორს ახსენებს. წარმოიდგინეთ, ქვეცნობიერში რა უდევს ამ ადამიანს. მე არ ვარ პროკურორი, ანუ პროკურორის საქმეაო. როდესაც ადამიანს კითხვას უსვამ, რატომ იქნება მოსკოვში ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილზე სპეკულირებს, მამუკა მდინარაძეზე თუ თქვენზე, ის ხომ ამით იმუქრება? ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ის „ნაცმოძრაობაა“ და ამიტომ რეპრესიები უნდა განახორციელოს. ამ კონტექსტში ამიტომ ახსენებს მისი ქვეცნობიერი პროკურორს და ამბობს, მე არ ვარ პროკურორი, რომ ამაზე გიპასუხოთო. გაციმბირების ნაცვლად, ის ადამიანებს რეპრესიების სახით ჰპირდება გამოსკოვებას და მოსკოვში გადასახლებას. წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა და რამხელა ბოღმა, ბოროტება დევს იმ ადამიანებში, ვინც ამას ლაპარაკობდა. „ნაცმოძრაობის“ „ლელო“ იქნება თუ გახარიები, ისინიც გამოირჩევიან ამ კომკავშირული აქტივიზმით, თუ გნებავთ, ნებისმიერმა თქვენგანმა ჰკითხეთ, თუ რეპრესიებზე არ არის საუბარი, სხვა შემთხვევაში რა შუაშია პროკურორი? რატომ უნდა ახსენო პროკურორი, თუ საკუთარი ქვეცნობიერი არ გამხელს ამაში?»-განაცხადა  მდინარაძემ.

მსგავსი პოსტები

განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ-ბიძინა ივანიშვილი

«ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ცდილობდა, ეროზია მოეხდინა ქართველი ხალხის პროდასავლური, პროევროპული განწყობების»

roma sajaia

«პატივისცემით მოეკიდონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას»-სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანიას(CBS) აკრიტიკებს

დატოვე კომენტარი