განცხადებები

«გაფრინდაშვილმა მიზანმიმართლად დაარღვია სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო საზღვარი»- ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი  ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“სასამართლოს გადაწყვეტილება ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სამართლიანია- ადამიანი, რომელიც შეგნებულად არღვევს კანონს, ამაზე პასუხი უნდა აგოს. გაფრინდაშვილმა მიზანმიმართლად და გაცნობიერებულად დაარღვია სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო საზღვარი. სამწუხაროა, რომ ამ სიტუაციას პოლიტიკურ მანიპულაციებს არგებენ“ ,- განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა.

შეგახსენებთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი  უკვე თვეზე მეტია ოკუპანტების მიერ   უკანონო პატიმრობაშია, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან კი  1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5 აპრილამდე-გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

Joni Kvaracxelia

«კობახიძის პატრონს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ივანიშვილს. ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს»-ბესელია ივანიშვილს მიმართავს

«ჭიჭიაშვილი აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა»-მიხეილ სააკაშვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი