შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებს. ამის შესახებ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, წყალზე მცურავი საშუალებები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები
Loading…