სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი, რომელიც 5 აპრილის სხდომაზე ჩავარდა და დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო, დღეს პარლამენტზე ისევ გაიტანენ დასამტკიცებლად.
“ოცნებაში” აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცებას დარბაზში არსებულმა აკუსტიკურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი.
„განათლების შესახებ კანონის მიღების დროს კენჭისყრაზე საკმარისი ხმების მოგროვება ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. როგორც კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, ეს აკუსტიკის ბრალი იყო, რაც სამწუხაროდ, მოსაგვარებელია და ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. კანონები, რომელსაც უმრავლესობა კონსულტაციების შედეგად ხმას არ ვუჭერდით, იყო დაახლოებით ოთხი. სწორედ ამის შემდეგ მოდიოდა კანონი ზოგადი განათლების შესახებ. რადგან ვერ გაიგეს სპიკერის მიერ კანონის დასახელება, სწორედ ამის გამო მოხდა ტექნიკური ხარვეზი”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აღნიშნული კანონპროექტით სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება.
