გასულ კვირას მოსკოვში კორონავირუსით 2 სოხუმელი დევნილი გარდაიცვალა, სოსო კიკაბიძე და ზაირა სალია-ცაავა. უფალმა აცხონოს მათი სულები. როგორც გვითხრეს, მოსკოვში კორონავირუსისგან კიდევ 2 მამაკაცია გარდაცვლილი ზუგდიდიდან და წალენჯიხიდან.
საერთოდ ვიცით რაიმე ჩვენი თანამემამულეების შესახებ რუსეთში? ჰყავთ პატრონი და გამკითხავი? რატომ არ ქვეყნდება ინფორმარმაცია მათ შესახებ: რა უჭირთ, რა ულხინთ, რაიმე დახმარება ან საქართველოში წამოსვლა ხომ არ სურთ, მზად ვართ თუ არა მივიღოთ და როგორ.
აქედან ხომ რუსული კლასტერი დიდის ამბით გავაცილეთ და ამისათვის საზღვარიც დაგვიანებით, ყველაზე ბოლოს ჩავკეტეთ.
აფხაზეთის მთავრობავ, რამდენია რუსეთში აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე, გაგიგიათ მათ შესახებ?
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება
Loading…
