გასაოცარი ფაქტი ბათუმში-72 წლის ქალმა იმშობიარა

0
4241

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 72 წლის ქალმა იმშობიარა.

მეზობლების ცნობით,მშობიარობის შესახებ ინფორმაცია გუშინ შეიტყვეს.როგორც ერთ–ერთმა მეზობელმა განაცხადა, ქალმა გოგონა სახლში გააჩნია. მას მშობიარობის მიზნით არც სამედიცინო დაწესებულებისთვის და არც სასწრაფო დახმარებისთვის არ მიუმართავს. მისი თქმით, ქალს ზრდასრული შვილები და შვილიშვილებიც ჰყავს.

„სადარბაზოსთან მეზობლები იყვნენ შეკრებილნი, დამაინტერესა რა ხდებოდა და ვიკითხე. აღმოჩნდა, რომ ჩვენს სამეზობლოში ერთ–ერთ მდგმურს, რომელიც 72 წლის არის ბავშვი გასჩენია. ვერ ვიჯერებდი… მაგრამ ბავშვი შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე. ძალიან პატარა და ლამაზია“, – ამბობს მეზობელი.

მეზობლების ინფორმაციით, ბავშვი დედას ბუნებრივ კვებაზე ჰყავს. ამჟამად დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძობენ.

წყარო: „პრაიმტაიმი“

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ