საინტერესო

გასაიდუმლოებული «შავი ჭირი» მოსკოვში — მსოფლიოს ეპიდემიების და პანდემიების გამოცდილება უხვად აქვს

მსოფლიოს ეპიდემიების და პანდემიების დაძლევის და ლოკალიზების დიდი გამოცდილება აქვს.
ერთ-ერთი ასეთია:
1959 წლის დეკემბერში მოსკოვი „შავი ოსპის“ ეპიდემიის ზღვარზე აღმოჩნდა. ეს სახიფათო ვირუსული ინფექცია, რომლის მსგავსი საბჭოთა კავშირში 1936 წლის შემდეგ არ ყოფილა დედაქალაქში შემოიტანა ალექსეი კოკორეკინმა — ინდოეთში ოსპისგან დაღუპული ადგილობრივი ბრამინის დაკრძალვიდან დაბრუნებულმა მხატვარმა პლაკატისტმა -სტალინური პრიემიის ორგზის ლაურეატმა. მეტიც, გარდაცვლილის ნაქონი ხალიჩაც ჰქონდა შეძენილი.
მეოცე საუკუნის საბჭოთა კავშირში ეს იყო ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ეპიდემია, რომლის შესახებ არანირი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. თუ არის, დღემდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. პრესაც დუმდა.
ყოფილი კავშირის მოსახლეობამ დღემდე არაფერი იცის არც ამ სახიფათო დაავადების, არც კარანტინის და არც ათასობით ადამიანზე, ვინც დაავადება გადაიტანა, არც მხატვარ კოკორეკინზე გაუგიათ რამე. თვალი არავის მოუკრავს ოსპის საწინააღმდეგო კომბინიზონებიან ადამიანებისთვის და არც 1960 წლის ვაქცინაციაზე მიუქცევიათ დიდი ყურადღება, რადგან სხვადასხვა სახის ვაქცინაციები ნორმა იყო.
საქმე კი ასე გახლდათ, რომ კოკორეკინი ერთი დღით ადრე დაბრუნდა ინდოეთში მივლინებიდან და აეროპორტიდან პირდაპირ საყვარელთან მივიდა. მასთან გაატარა ღამე, დაუტოვა მისთვის საგანგებოდ ჩამოტანილი საჩუქრები და მეორე დღეს სახლში წავიდა. ცოლსაც საჩუქრები გადასცა და „მგზავრობით დაღლილი“ დასაძინებლად დაწვა.
შემდეგ გაირკვა, რომ მის მიერ მორთმეული ერთნაირი საჩუქრები ცოლმა და საყვარელმა ერთსადაიმავე საკომისიოში ჩააბარეს გასაყიდად.
53 წლის მხატვარი ღამით ცუდად გახდა. ცოლმა სასწრაფო გამოიძახა და მაღალსიცხიანი გართულებული სუნთქვით ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც „მნიშვნელოვანი ფიგურა“ პირადად მთავარმა ექიმმა გასინჯა და დაუდგინა „გრიპი — გართულებულ ფორმებში“. მკურნალობამ არავითარი შედეგი არ გამოიღო და მაშინდელმა წამყვანმა სპეციალისტებმა დაუსვეს სხვადასხვა დიაგნოზი „შავი ჭირიდან“ „მუცლის ტიფამდე“ და იქიდან სამედიცინო პრეპარატების მიერ გამოწვეულ ალერგიამდე.
დაავდების გამოვლინებიდან მესამე დღეს ხელოვანი გარდაიცვალა. დიაგნოზი „შავი ჭირი“ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაუდგინდა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ სწორი დიაგნოზი უცებვე დასვა ასპირანტმა გოგონამ, რომელსაც არავინ დაუჯერა და ექიმების შემოტევისგან ძლივს იხსნა თავი. ამასთან უკვე ცნობილია, რომ გარდაცვლილის ზუსტი დიაგნოზი მოხუცმა ლენინგრადელმა პათანატომმა დასვა, რომელიც პროზექტურაში სრულიად შემთხვევით, სულ სხვა საქმეზე იყო შესული.
საკუთარ საცხოვრებელში ორ დღეში ორი სანიტარი დაიღუპა, რომლებმაც მიცვალებული გადაასვენეს. უკვე ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ეს იყო „შავი ჭირი“.
გზებს ტრანსპორტისგან ათავისუფლებდნენ. ექიმები განგაშის სირენის თანხლებით მიყავდათ საავადმყოფოში, რადგან იქ უკვე იწვენენ დაავადებულები და მათთან კონტაქტში ნამყოფებიც. მძღოლი და ეპიდემიოლოგი დამცავ ჭირის საწინააღმდეგო კოსტუმებში იყვნენ „ჩამჯდარი“. გაჩნდა ინფორმაციები ჭირისგან გარდაცვლილების შესახებ.
61 წლის ექიმი მძიმე ფორმით იყო დაავადებული და მთლიანად დაფარული გამონაყარით. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სწორედ მისგან აიღეს ვირუსის შტამი, რომელიც (შტამი „ტ“) წლების განმავლობაში აქტიურად „მსახურობდა“ გამოკვლევის ობიექტად.
და მაინც უმთავრესია ის, რომ:

Loading…

1960 წელს ბევრად უფრო სწრაფად მოხდა იზოლირება, კარანტინი და ვაქცინაცია, ვიდრე ამჟამად მძვინვარე კორონავირუსის წინააღმდეგ ნახევარ მსოფლიოში.
მაშინ კოკორეკინთან კონტაქტში მყოფი 75 ადამიანი გამოვლინდა. მათ შორის 19-ს დაუდგინდა დაავადება და გეომეტრიული პროგრესიით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდნენ 9342, ხოლო თითქმის 1500 ადამიანი საავადმყოფოებში იყვნენ გადაყვანილები. შედეგად, მთელ ქალაქში დაინფიცირდა სულ 46 ადამიანი, სამი მათგანი დაიღუპა.
დაავადებაზე „ეჭვმიტანილების“ წასაყვანად მოდიოდნენ დამცავფორმიანები და თვენახევრით მიყავდათ საავადმყოფოებში.
ცნობილია, რომ მოსკოველი ცოლ-ქმარი კარანტინში გადაიყვანეს. თურმე, მანამდე თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, მაგრამ რიგაში გამგზავრება და დაბრუნება მოასწრეს. რიგაში აეროპორტის თანამშრომელთა მთელი შემადგენლობა, მფრინავები და ყველა, ვინც მათთან ერთად იფრინეს კარანტინში წაიყვანეს.
ცნობილია, რომ სპეცსამსახურების მიერ გატარებულ ამ სპეცოპრაციას ნიკიტა ხრუშჩოვი პირადად აკონტროლებდა. არანაირი ინფორმაცია დაავადების გამოვლენის შესახებ უბრალოდ ნახსენებიც არსად ყოფილა. არავინ არაფერი იცოდა. მაგრამ მაინც ერთიმეორეზე საშინელი ჭორები ვრცელდებოდა. დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას ხელს უწყობდა თავად სპეცსამსახურები.
ყველა, ვინც კოკორეკინთან კონტაქტში იყო დაწყებული ოჯახის წევრებიდან მედმუშაკების ჩათვლით, ყველას კარანტინი შეეხო და საავადმყოფოში დატოვეს. ეს საშინელი დღეები იყოო, იხსენებდნენ შემდეგ ეს ადამიანები: ცუდად კვებავდნენ, დასაწოლი არსად იყო, კაცები რენტგენის კაბინეტში ათენებდნენ. ახლობლების მიერ გამოგზავნილი ღვინო გვამშვიდებდაო, ამბობდნენ კარანტინგამოვლილი ექიმები, რომლებიც ავადმყოფებისგან ჩუმად სვამდნენ „ხვანჭკარას“.
მოსკოვში სასწრაფოდ გამოიგონეს ოსპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სწორედ იმ 1960 წელს დაარსდა ვაქცინების მსხვილი რაოდენობით მწარმოებელი ლაბორატორია და „8522 ამცრელი ბრიგადები ყოველდღიურად მილიონნახევარ ადამიანს მათ შორის ორთვენახევრის ჩვილების ჩათვლით, — უკეთებდნენ აცრებს.
საარქივო ცნობა აცრების შესახებ ადასტურებს: ერთ კვირაში შვიდი მილიონი ადამიანი აიცრაო.
და პირველი დიაგნოზის დასმიდან 10 დღეში „შავი ჭირის“ გავრცელება მოსკოვში — ჩაცხრა.
როცა მთელი ეს ისტორია კეთილად დასრულდა, პროფესურამ და კლინიკურმა საორდინატორომ სახელმწიფოს დაფინანსებით „გრანდ-ოტელში“ დიდი ბანკეტი გადაიხადეს. ბევრი დააჯილდოვეს, მათ შორის ჭარბობდნენ სპეცსამსახურების „უჩინარი ფრონტის“ წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი დამსახურება ჰქონდათ ყოველი პოტენციური დაავადებულის გამოვლენაში. სხვათაშორის, სწორედ მაშინ გამოვლინდა კოკორეკინის საყვარლის და საკომისიო მაღაზიების ისტორიებიც.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ხორვატიაში უზარმაზარი ორღანია, რომელზეც მხოლოდ ზღვა უკრავს. უბრალოდ მოუსმინეთ! (ფოტო/ვიდეო)

Joni Kvaracxelia

არ დატოვოთ დამტენი დენცკვიტაში თქვენი ტელეფონის გარეშე: სამი ძირითადი მიზეზი

ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა მოიწონა ”ალი და ნინო”

დატოვე კომენტარი