პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:
«გასაგიჟებელია, რასაც ეხლა პოლიტმეტრში ვუსმენ ნინოწმინდის პანსიონზე. რა პოლიტიკა, რა დუმილი, რა საპატრიარქო, აწამებენ იქ ბავშვებს. გაიხსენეთ თქვენი თავი ბავშვობაში, ან საკუთარ შვილებზე წარმოვიდგინოთ, რომ აჩოქებენ და ახოხიალებენ თანატოლების წინ, ამცირებენ. ამას ვინ უშველის მერე, ჯოჯოხეთია ეს! რა მნიშვნელობა აქვს რა გუნდში ხარ, ამას როგორ უძლებთ საერთოდ?! ან რა საზოგადოება ვართ ამას რომ ვუსმენთ და მერე ვაგრძელებთ მშვიდად ცხოვრებას? სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს ჯოჯოხეთი ჩვენ გვერდით! თანამონაწილეები ვიქნებით თუ ამას არ შევცვლით!
მადლობა უფლებადამცველებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ბრძოლისთვის»
Loading…