მისი გარდაცვალების მიზეზად ხანგრძლივი ავადმყოფობა სახელდება. ალან პარკერმა კინოკარიერა პარკერმა დაიწყო პროდიუსერ დევიდ პუტჰემთან ერთად, ფილმით „მელოდია“ (1971). მოგვიანებით პუტჰემი მისი რამდენიმე ცნობილი ფილმის პროდიუსერად იქცა, მათ შორის — „შუაღამის ექსპრესის“ (1978). ამ ფილმმა მნიშვნელოვანი სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან მისი მოქმედება მიმდინარეობდა თურქეთის ერთ-ერთ ციხეში. 1988 წელს იგი ნომინირებული იქნა ოსკარზე როგორც საუკეთესო რეჟისორი ფილმით „მისისიპი იწვის“ (1988).
მთელმა რიგმა მისი ფილმებისა დიდი მოწონება დაიმსახურა. ესენია: „ბაგსი მელოუნი“ (1976), „დიდება“ (1980), „პინკ ფლოიდი: კედელი“ (1982), „ვალდებულებები“ (1991) და „ევიტა“ (1996).
2002 წელს პარკერს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება. სანდერლენდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება (2005). პარკერი ასევე საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოყვარულია და ხშირად ესწრება მის თამაშებს.