ჯგუფი „როქსეტის“ (Roxette) სოლისტი მარი ფრედერიქსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. შვედი მომღერლის გარდაცვალების შესახებ უცხოური მედია წერს.
მედიის ცნობით, მომღერალი 9 დეკემბერს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 2002 წელს მას ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. მომღერალს ოპერაცია ჩაუტარდა. 1980 და 1990-იან წლებში როქსეტი იყო მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული და წარმატებული ჯგუფი, რომელიც პოპ მუსიკას საცეკვაო მუსიკის ელემენტებსაც უხამებდა. ჯგუფის სიმღერები განიცდიდა The Beatles-ის, ბლონდის, ჯონი მიტჩელისა და არეთა ფრანკლინის გავლენას.
1991 წელს დუეტი უკვე გამოდიოდა მრავალათასიან სტადიონებზე მსოფლიოს გარშემო. 1992 წლის ალბომი Tourism: Songs from Studios, Stages, Hotelrooms & Other Strange Places იქცა ნამდვილ მოვლენად შვედეთში.
დღეისათვის გაყიდულია ჯგუფის ალბომებისა და სინგლების დაახლოებით 75 მილიონი ასლი.