სხვადასხვა

გარდაიცვალა უდიდესი ქართველი კომპოზიტორი

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი.

თავისი სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან საავადმყოფოებში გაატარა, რადგან იქ გადიოდა მკურნალობას.

გია ყანჩელის შემოქმედება ავსებდა და სრულყოფილს ხდიდა ისეთ გენიალურ ფიმებსა თუ სპექტაკლებს როგორიცაა: „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა,“ „მიმინო“, „ცისფერი მთები“, „როცა აყვავდა ნუში“, „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III და სხვა. სწორედ მას ეკუთვნის სიმღერები: ყვითელი ფოთლები, „ის აქ არის“, „ჩიტი გვრიტი მოფრინავდა“, „საით მიდიხარ“, „ჩიტო გვრიტო“ და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა.

იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული.

სამივე კომპოზიტორის ნაწარმოებები – შექმნილი მხატვრული თუ ტელეფილმებისთვის, მილიონობით მსმენელის გულს იპყრობს.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

10 წლის ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხჩვალი ნახეს-რა მოხდა ქობულეთში?

roma sajaia

ქმარმა 3 შვილის დედა, რომელიც ასევე ორსული იყო სასტიკად მოკლა

Joni Kvaracxelia

სასწრაფოდ! თემირლან მაჩალიკაშვილის დედა შეუძლოდ გახდა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი