სერბეთის სააგენტოს «ტანიუგი»-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციაში გარდაიცვალა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის ქვრივი, მირა მარკოვიჩი.
სერბეთის გაერთიანება «სვობოდას» წარმოამდგენელის, დრაგან რადოვიჩის თქმით ის მუდმივ კავშირშია გარდაცვლილის ოჯახთან. ასევე მან განაცხადა, რომ მირა მარკოვიჩი ორი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა ფილტვების ანთებისგან.
დაახლოებით თვენახევრის წინ მილოშევიჩის ქვრივი დაეცა და მარჯვენა ხელი მოიტეხა. შემდგომში მას გაურთულდა მდგომარეობა, რომლის შემდეგაც ფილტვებში გაუჩნდა სითხე, რამაც გამოიწვია ფილტვების ანთებითი პროცესი რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
მირა მარკოვიჩი დაიბადა 1942 წლის 10 ივლისს ქალაქ პოჟარევაცთან ახლოს. იქვე დაკრძალულია მისი მეუღლე, სლობოდან მილოშევიჩი. მარკოვიჩის ანდერძის თანახმად ის მეუღლესთან უნდა დაიკრძალოს.