86 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი. ინფორმაციას AFC შირაკის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
2005 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაიტანა ინსულტი, რომლის შემდეგაც ის რამდენჯერმე იქნა ჰოსპიტალიზებული.
შირაკი საფრანგეთის მოსახლეობამ ორჯერ აირჩია პრეზიდენტად (1996-2007 წწ.). მისი მმართველობის დროს მთავარი რეფორმა გახლდათ პრეზიდენტობის ვადის 7 წლიდან 5 წლამდე დაწევა.
Loading…