სხვადასხვა

გარდაიცვალა საუკეთესო მთარგმნელი, პოეტი, მკვლევარი და მოაზროვნე, დავით წერედიანი

გარდაიცვალა დავით წერედიანი — საუკეთესო მთარგმნელი, საუკეთესო პოეტი, მკვლევარი, მოაზროვნე. გემოვნების, ხარისხის, უზადო ესთეტიკისა და განათლების კაცი. ძმები გრიმები, ფრანსუა ვიიონი, გოეთეს “ფაუსტი”, კიდევ მრავალი რომ აამეტყველა ქართულ ენაზე. აამეტყველა და თანაც, როგორ… ეს ავტორები ქართველები რომ ყოფილიყვნენ, სწორედ ასე დაწერდნენ ზღაპრებს, სწორედ ამ ენობრივ და მხატვრულ სამოსელში მოაქცევდა გოეთე თავის შედევრს, ვიიონი თავის ანდერძებს — იფიქრებდი და არაერთხელ გვიფიქრია კიდევაც მკითხველებს. იმ ხალხს, მოუთმენლად რომ ველოდებოდით მისეულ თარგმანებს, მის ტექსტებს. ამ ბოლო დროს ლორკაც გამოიცა, სულ ახლახანს, რამდენიმე დღეა “ბოშური რომანსეროები”. თურმე, რა დროს სიხარულია, მიდის კაცი. მართლაც შეუცვლელი დავით წერედიანი. მისივე ლექსით ვემშვიდობებით: “მსუბუქი იყოს ფერფლი თქვენი, წლები გადიან, ეონი გადის, ცა დაშაშრეს, მიწა დაშრიტეს… საყდრის კედლიდან კენჭები და კირი მოცვივა და მერცხლის ძველი ბუდეები. კვლავ გაზაფხულდა. ვზივარ სიპ ლოდზე. დასასრული ჯერ არ დამდგარა. დედა ევდოტი, ჩემი ბავშვობის ერთადეთი მონაზონი, თხას აძოვებდა ჯაგნარებში, ლანდადღა მახსოვს, აქ, გაუქმებულ ამ საყდართან, ხუხულა ედგა, დედაკაცები აკითხავდნენ შებინდებულზე კაბა-ჯუბებში შემალული ჯამ-ტომსიკებით. ერთხელაც გაქრა. თხა რატომღაც ტყვიით დაცხრილეს, ხუხულა დაწვეს და მას აქეთ – ხმა, ჩამიჩუმი. სად ხარ საწყალო, ვიშვიშებდნენ დედაკაცები. ყველა მათ – ვისაც საფლავები არ დარჩენიათ, ვინც საიდუმლო გვირაბებში თიხად ჩაგლისეს ან ვისმა ძვლებმაც ყინულეთის მიწა მოფინა… “აჰა, უფალო, კმა არს ჩვენდა! განსრულდა გვემა! აწ აღარ გვინდა, აწ აღარ გვინდა ხორციელი აღდგომა მკვდრეთით”! ცად გაშვებული ბაბილონის ვეება ჩრდილი ეცემა გუმბათს. დასასრული ჯერ არ დამდგარა. წმინდაო დედა ევდოკია, ხარ ცათა შინა, სასძლო უფლისა საუკუნო ნათელში ბრწყინავ, ზიხარ ნეტარი, სიხარულის ცრემლებით სველი, ხუხულა ყვავის, თხა კიკინებს, ხასხასებს ჯაგი… უთხარი უფალს, სანატრელო, უხრწნელი ბაგით, უთხარი უფალს, აღარავინ აქ აღარ ელის. მთაში მძაფრია გაზაფხული, დიდხანს მოიბრძვის, სანამ თესლიდან დაიძრება პირველი ღივი და სამზეოზე გაოცებით მიმოიხედავს. კვლავ ორთქლავს მიწა. დასასრული ჯერ არ დამდგარა.”

ნიკა მაჭუტაძე, «სახელმწიფო ხალხისთვის» თავ-რე

P.S. დავით წერედიანმა 2012-ში წლის საუკეთესო თარგმანისთვის (იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი») აიღო პრემია „საბა». 2014 წელს მას გადაეცა „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა;

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შსს-ს საგანგებო განცხადება! მირზა სუბელიანი დაკავებულია (ვიდეო)

«იმდენი შენი დედას შე@@#ცი რამდენი მე ჩამოვიყვანე…»- ნინო ადამაშვილისა და გიორგი მასხულიას დაპირისპირება გორში (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ვინ არიან სოფელ ნოსირთან ცოცხლად დამწვარი ბიჭები?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი