სხვადასხვა

გარდაიცვალა რაგბის კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი და რაგბის რეპორტაჟების კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი. რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გიგინეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ზაალ გიგინეიშვილი წლების განმავლობაში უძღვებოდა რაგბის რეპორტაჟებს. არის რაგბთან დაკავშირებული არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი. 7-ჯერ გამოსცა “რაგბის წესები”.

“2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ზაალ გიგინეიშვილი „დედა ენის დღის“ 40 წლის იუბილეზე მედლით დააჯილდოვა.” – წერს რაგბის კავშირი.

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეს “რუსთავი2” 25 წლის გახდა

“რა საჭირო იყო იმხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი”- ქუთაისში 25 წლის პატიმარმა თავი მოიკლა

განგაში თბილისის მეტროში-პოლიციამ მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი