Uncategorized

გარდაიცვალა მსახიობი ლალი ბადურაშვილი

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ლალი ბადურაშვილის ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.

ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

პირველი არხი

Loading…

მსგავსი პოსტები

საჯარო სამსახურები საკუთარ მოხელეთა ემოციებს ჩიპის საშუალებით გაკონტროლებენ

“ძალიან დიდ ზეგავლენას იქონიებს სანქცირებული პოლიტიკური ძალის არსებობა არჩევნებში”-სამადაშვილი

roma sajaia

“ეს საბჭოთა გადმონაშთი, ისე როგორც სხვა ბევრი რამე, უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში, უხერხულია და არ გვიხდება”-იაგო ხვიჩია

დატოვე კომენტარი