სოცქსელი

გარდაიცვალა მამა მიქაელ ასათიანი

მამა მიქაელის გარდაცვალებას საოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

«ძალიან განსაკუთრებული ადამიანი გარდაიცვალა, მამა მიქაელ ასათიანი. ის სოხუმელი კაცი იყო, რომელიც გავიცანი 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გლდანის მე-2 მიკრო რაიონში მან შეკრიბა დიდი ჯგუფი ადგილობრივი ახალგაზრდების, ძირითადად დევნილების და უტარებდა მათ ყველანაირ მეცადინეობას, ასწავლიდა კონკრეტულ პროფესიებს. მან ტაძარი გადააქცია ადამიანების ფორმირების ნამდვილს სამჭედლოდ, საიდანაც გამოჰყავდათ კონკრეტული ხელოსნები, სხვადასხვა ხელოვნების მიმდევრები და უბრალოდ კარგი ადამიანები. შემდეგ ის გადავიდა ნუცუბიძის პლატოზე და იქ გააგრძელა თავისი საქმიანობა. ყველაზე მეტად მიქაელ ასათიანს უნდოდა სოხუმში დაბრუნება, ის მუდმივად მესაუბრებოდა თავის ოცნების სოხუმზე, სოხუმზე, რომელიც იქნებოდა ლამაზი, განსაკუთრებული, ისეთი როგორიც არასდროს არ ყოფილა წარსულშიც კი… მუდმივად ვსაუბრობდით, მუდმივად წერილებს მიგზავნიდა და იმ პერიოდშიც კი როდესაც ყველამ ზურგი შემაქცია მის გარშემო. ეს იყო ადამიანი, რომელიც ბოლომდე მედგა გვერდზე, მამხნევებდა მაშინაც კი, როდესაც დიდი ფიზიკური ტკივილი აწუხებდა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მე დარწმუნებული ვარ ის და მე აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს დაბრუნებულ სოხუმში, აუცილებლად წაგვიძღვება წინ, მეც და მის გაზრდილ ახალგაზრდობას, იმ ბრწყინვალე ქალაქისკენ და რაც მთავარია, სიკეთის ახალი ჰორიზონტებისკენ.» — წერს მიხეილ სააკაშვილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ქართული მართლმსაჯულების სრული კრახი — ელისო კილაძე

Joni Kvaracxelia

«ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია…ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას»-ზუკა ბერძენიშვილი(ვიდეო)

«სამი პრინცი, სამი ნამდვილი ბაგრატიონი»-სამი მეფე ერთ ფოტოში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი